вторник, 5 мая 2009 г.

რუხის ციხე



ინტერვიუ ავიღეთ ბატონ ავთანდილ თორდიასთან





პროექტზე მუშაობდნენ:
ხელმძღვანელი_ ც. მორგოშია
თამუნა ქობალია
მეგი ბულია
მარი ალშიბაია
თათია რუხაია
თათმთა აკობია









ზუგდიდიდან ხუთიოდე კილომეტრის დაშორებით სოხუმი-თბილისის გზატკეცილზე ყურადღებას იპყრობს ენგურის მარცხენა ნაპირზე აღმართული რუხის ციხის კედლები. ეს ერთერთი უდიდესი სიმაგრეა კოლხეთის დაბლობზე. ციხის მიდამოებიდან ხელისგულივით მოჩანს სამხრეთითა და დასავლეთით კოლხეთის თვალუწვდენელი ვაკე, ხოლო ჩრდილოეთით სამეგრელოსა და სვანეთის ქედების დიდებული პანორამა.
რუხის ციხეს გარშემო საკმაოდ მაღალი 10-12 მეტრისა და 2-2,5 მეტრის სიგანის გალავანი აქვს შემოვლებული, რომელიც თლილი რიყის ქვითა და მტკიცე დუღაბითაა ნაგები, ციტადელის კედლებში კოშკებია დატანებული. ზოგიერთი მათგანი ჩამოქცეული, შემონახულია მხოლოდ სათოფე-სამზერები და ციხის ზედა ნაწილში საბრძოლო ბილიკები. ციხის გალავანს ჩრდილოეთით მეციხოვნეთა სადგომი ოთახები აქვს შემოვლებული. ციხის შიგნით საკმაოდ ვრცელი მოედანია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, რუხის ციხე სამეგრელოს მთავრის- დლევანII დადიანის (1611-1657წწ) დროს არის აგებული. ციხის მშენებლობა დაიწყო 1635-1636 წლებში. მისი მშენებლობა მიმდინარეობდა დაახლოებით 11 წელი და დამთავრდა 1647 წელს. თუმცა ვარაუდობენ, რომ ციხე 10წლით ადრე უნდა იყოს აშენებული. ლევან დადიანმა ციხესთან ერთად დაარსა ქალაქი. რუხის ციხე ძველად იყო სტრატეგიული, თავდაცვითი ნაგებობა. მას საფორტიფიკაციო(საჯარისო-საინჟინრო) დანიშნულებაც ჰქონდა, რასაც ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი მდებარეობა. ციხე ორი ნაწილისაგან, ქვედა და ზედა (ციტადელი ) ეზოსაგან შედგებოდა. ციტადელი ციხის ჩრდილოეთ მონაკვეთშია, მისი მოგრძო ეზოს ორივე ბოლოში თითო-თითო კოშკია აღმართული. ერთ-ერთი ჩრდილო-აღმოსავლეთისა ციხის "დონჟონს" წარმოაგდენდა, რომელიც ხუთი სართულისაგან შედგებოდა. ციხის ქვედა ეზოს გორაკის სამხრეთ ფერდობი უჭირავს. ციხე დღესაც მტკიცედ დგას, საიდანც ხელისგულივით მოჩანს შემოგარენი.
რუხის ციხის შესასვლელი მოწყობილია გალავანში ჩაშენებული კოშკის I სართულში.გალავნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კიდევ ერთი კოშკია აღმართული, სადაც თავის დროზე საარტილერიო დანადგარები იყო განთავსებული. 1634-1635წწ აქ რაბათის დასახლებაც გაჩნდა, რომელიც მალე მოიშალა.
რუხის ციხე საუკუნეების მანძილზე გაუძლო მტერთა შემოსევებს. 1672წელს სამეგრელოს მთავარი ლევანIII დადიანი ჯართან და მოსახლეობასთან ერთად გამაგრებული იყო რუხის ციხეში, რადგან სამეგრელოს შემოესია თურქთა ლაშქარი. ციხე იყო სქელკედლიანი, ამიტომაც მისი აღება მხოლოდ ზარბაზნებით შეიძლებოდა. ოთხი დღის განმავლობაში მტერმა ვერ შეძლო ციხის აღება, რადგან ზარბაზნები არ გააჩნდათ. 1703წელს ოსმალები ისევ შემოესივნენ სამეგრელოს, რუხის ციხე აიღეს, დაიკავეს და გარნიზონი ჩააყენეს .ისინი იქ 1770 წლამდე იმყოფებოდნენ. სწორედ 1770 ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ლაშქარმა რუხის ციხე ოსმალთაგან გაანთავისუფლა. ისტორიაში ცნობილია რუხის ბრძოლა 1779-1790 წლებში, სადაც იმერეთ-სამეგრელო-გურიის ერთობლივმა ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა ოსმალები. 1853-1856 წლებში რუსეთ-თურქეთის ომი, რომელიც ისტორიაში ყირიმის ომით არის ცნობილი, ბრძოლის ეპიცენტრს წარმოადგენდა რუხის ციხე. ამ თავი გამოიჩინა დედოფალმა ეკატერინე ჭავჭავაძემ,რომაელმაც სამეგრელოს მოსახლეობასთან ერთად შეძლო ოსმალების განდევნა ენგურს გაღმა. ეკატერინესთან ერთად აქტიურად იბრძოდა, მჭედელი უტუ მიქავა თავის რაზმთან ერთად ( ეს ის უტუ მიქავაა, რომელიც სამეგრელოს გლეხთა აჯანყებას ჩაუდგა სათავეში.) 1885წელს რუხის მიდამოებში რუსეთის ჯარმა და ქართულმა მილიციამ დაამარცხა ოსმალთა საექსპედიციო კორპუსი.
მე-19 საუკუნეში საქართველოში ყველა ციხემ დაკარგა ფუნქცია, მათ შორის რუხმაც. ის დღეს ისტორიული ძეგლია. იგი დღესდღეობით არქეოლოგიურად შეუსწავლელია და ჩასატარებელია გათხრები. მიუხედავად მისი სიძველისა ის დღესაც მნახველზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.